Saturday, May 28, 2016

მეოთხე ტრენინგდღე

ტრენერმა გაგვაცნო ინფორმაცია მიმრთულების მიმცემი კითხვების შესახებ, გვესაუბრა და ჯგუფში განვიხილეთ  მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები,
.ჩვენ უკეთ გავერკვიეთ როგორ უნდა ჩამოვაყალიბოთ მიმართულების მიმცემი შეკითხვები და პარალელურად ვისწავლეთ დოკუმენტის გაზიარება google doc-ების საშუალებით და  გაზიარებულ დოკუმენტებში მუშაობა. შემდეგ, ჩვენი პროექტისთვის ჩამოვაყალიბეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი შეკითხვა და ჩავწერეთ პროექტის პროექტის გეგმის შაბლონში. ეს შეკითხვები ხელს შეუწყობს მოსწავლეებს, გამოიყენონ მაღალი დონის სააზროვნო უნარები, სრულყოფილად გაიგონ ძირითადი ცნებები და სისტემურად გაუკეთონ ორგანიზება ინფორმაციას.

მესამე ტრენინგდღე

საბოლოოდ  ჩამოვყალიბდი  საპროექტო თემასთან დაკავშირებით. საგნობრივი  სტანდარტებიდან  შევურჩიე მისაღწევი   შედეგები და ინდიკატორები .  გავწერე  საპროექტო  თემის   მისაღწევი  მიზნები.

აღნიშნული  საკითხი  ნაცნობი  იყო ჩემთვის ამიტომ გამიადვილდა ამ  თემაზე მუშაობა.

პირველი მოდულის რეფლექსია

გავიცანი ტრენერი,   რომელმაც ზოგადი წარმოდგენა  შეგვიქმნა ინტელის ტრენინგის შესახებ, გავიცანით პროექტებით სწავლების თავისებურებები. შევქმენით პორტფოლიო , გადმოვწერეთ საჭირო მასალა. დავიწყეთ მუშაობა საპროექტო თემის შერჩევაზე. შევქმენით ბროშურა რომლის სამიზნე ჯგუფი იქნება მშობლები. ვფიქრობ ტრენინგი ნაყოფიერი იქნება ჩემთვის და გამომადგება მომავალში.